воскресенье, 11 ноября 2018 г.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგი


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო გრძელვადიანი ტრენინგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ საფუძვლებში.
კურსის მიზანია მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტთან და ეთიკის კოდექსთან მსმენელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა. მსმენელებს მიიღებენ პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ცოდნას, დაეუფლონ სათანადო უნარ-ჩვევებს, რათა მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სწავლების პირობებში შეძლონ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა.
კურსი შედგება ექვსი მოდულისგან:
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ძირითადი საფუძვლები;
სწავლისა და განვითარების თეორიები და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში;
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები;
კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივაცია;
კლასის მართვისა და კონფლიქტის მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიები;
სასწავლო პროცესის შეფასება.
კურსის ფარგლებში სწავლება ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ სასწავლო პროცესში ამ ცოდნის ეფექტიანად გამოყენების უნარების განვითარებაზე.



суббота, 10 ноября 2018 г.

პირველი ჩანაწერი ბლოგზე



მწერალი და მკითხველი


“მოცლილო მკითხველო”, _ ასე მიმართავს მკითხველს “დონ კიხოტის” დასაწყისში სერვანტესი.
„თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას, _გოდერძი ჩოხელი „ადამიანთა სევდის“ დასაწყისში.
ბესიკ ხარანაული რომან „მთავარი გამთამაშებლის“ სადღაც, შუაგულში: „რაც მიყრია, იმას ვფქვავ, სულ არ ვცდილობ, რული არ მოგგვაროთ“.


წიგნებს შეუძლიათ ჩვენი სულის გადარჩენამწერლები ხსნიან ჩვენს გულსა და გონებას, ისინი ჩვენს საკუთარ რუკას გვიდგენენ, რათა უფრო სანდოდ ვიმოგზაუროთ…”



"ენდე წიგნებს, ისინი ყველაზე ახლოა, ისინი დუმან, როცა საჭიროა, საუბრობენ და ხსნიან მსოფლიოს, საჭიროების შემთხვევაში"...